რეგიონი
ცაცხვში ბლოკის საამქრო გაქურდეს
ზუგდიდის მუნციიპალიტეტის სოფელ ცაცხში ბლოკის საამაქრო, სავარაუდოდ, წუხელ გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია ინვენტარის ნაწილი.

შს სამინისტროში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით, უწყების ინფორმაციით, მიმდინარებს საგამოძიებო მოქმედებები.

Print