რეგიონი
სოხუმში მიტინგი იმართება
სოხუმში დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის შენობასთან მიტინგი მიმდინრეობს. მოქალქეების ნაწილი საჯარო მოხელეების საშემოსავლო  და ქონებრივი დეკლარირების სისტემის შემოღებას ითხოვს. აქციის ორგანიზატორები „სისხლის სამართლის კოდექსში უკანონო შემოსავლების“ შესახებ მუხლის შეტანას და გაეროს კონვენციის მე-20 მუხლის (კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა) რატიფიცირებას ითხოვენ.

საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა შეკრებილებს შემოსავლების დეკლარირების შესახებ მათ მიერ შემუშავებული პროექტი გააცნეს, წერს „აბხაზია ინფორმი“.

მიტინგის მონაწილეებს ხელში უჭირავთ პლაკატები წარწერით : „რაულ ხაჯიმბა, ჩვენი საჯარო მოხელეები წელიწადში 500 მილიონს კი არა, გაცილებით მეტს იპარავენ“, „აქ ჩვენ წარმოვადგენთ ხელისუფლებას!“, „კანონის უზენაესობა და არა კორუფცია“.
Print