რეგიონი
ზუგდიდში ვალუტის გადამცვლელი ჯიხური გაძარცვეს
ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ვალუტის გადამცვლელი ჯიხური გაძარცვეს. შემთხვევა, დაახლოებით, 40 წუთის წინ მოხდა. თავად მეპატრონემ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა, შესაბამისად, უცნობია, რა რაოდენობის თანხაა წაღებული. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

ინფორმაცია რადიო „ათინათს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, გამოძიება 178-ე, ძარცვის მუხლით მიმდინარეობს.



Print