რეგიონი
სოხუმში მომიტინგეები ანტიკორუფციული კანონპროექტის განხილვას ითხოვენ
სოხუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. მიტინგი, რომელსაც გუშინ 40 - მდე ადამიანი ესწრებოდა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სხდომის პარალელურად მიმდინარეობდა. „სახალხო კრებაზე“ შესაბამისი კომისია ნავთობის მოპოვების და დამუშავების საკითხებს განიხილავდა, წერს "აიაირა". 

სხდომის შემდეგ მომიტინგეებთინ მივიდა დეპუტატი ასტამურ ლოგუა. მან შეკრებილებს პირობა მისცა, რომ „აღნიშნულ საკითხს პარლამენტის უახლოეს სესიაზე გაიტანენ განსახილველად“ და სთხოვა დაშლილიყვნენ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ასტამურ კაკალიას განცხადებით, ისინი რიგგარეშე სესიის დანიშვნას და მათ მიერ შემუშავებული ანტიკორუფციული კანონპროექტის განხილვას თხოვენ და არ დაიშლებიან, სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება. 

ამავე თემაზე: 

სოხუმში მიტინგი იმართება


Print