ახალი ამბები
სამეგრელოში ხვალიდან გამოიდარებს
სამეგრელოში ხვალიდან გამოიდარებს და უნალექო ამინდები კვირის ბოლომდე შენარჩუნდება. ტემპერატურა 15 გრადუსამდე მოიმატებს. ამის შესახებ რადიო „ათიანთს“ ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ უთხრა.

სინოპტიკოსები 21-22 თებერვალს საღამო საათებში ხანმოკლე  წვიმას ვარაუდობენ.
Print