ახალი ამბები
ზუგდიდის ბიუჯეტი გაიზარდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 4 მილიონ 545 ათასი ლარით გაიზარდა. შესაბამის გადაწყვეტილებას დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მხარი ერთხმად დაუჭირეს. აღნიშნული გადაწყვეტილებით, 295 ათასი ლარი 2018 წლის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის გამოიყო, ამავე თანხაში შედის მუნიციპალური ავტოპარკის განსაახლებლად მერიის მიერ აღებული სესხი 3 მილიონ 500 ათასი ლარი, რომლის დაფარვის ვადაა 2029 წლის 31 მარტი. აქვე განსაზღვრულია მიზნობრივი ტრანსფერის სახით მთავრობის განკარგულებით დამატებით 750 000 ლარი, რომელიც საჯარო სკოლების ინსფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება.
alt
გარდა ამისა, დაგეგმილია განმუხურის ამფითეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლისთვისაც თანხა, სავარაუდოდ, სახელწმიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა, თუმცა, მანამდე, საკრებულოს ინფორმაციით, რეაბილიტაციის პროექტისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს და მისი ღირებულება 80 ათასი ლარი იქნება. 

სწორედ აქედან გამომდინარე, შემცირდა რეგიონული ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების თანადაფინანსება და აღნიშნული თანხა დაემატა „ანაკლია-განმუხური რესორტს“.

ამ დროისთვის ზუგდიდის ბიუჯეტი არსებული ცვლილებების გათვალისწინებით 52 მილიონ 615 400 ლარია. საკრებულოს თავმდჯომარე მამუკა წოწერია იმედოვნებს, რომ ბიუჯეტი წლის განმავლობაში არაერთხელ გაიზრდება.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს (ვიდეო)
Print