რეგიონი
ყინულის სახლის ადგილზე სასტუმროს მშენებლობაზე საჯარო განხილვა მიმდინარეობს
ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში სკეიტ პარკში, ყინულის სახლის ადგილზე სასტუმროს მშენებლობის საჯარო განხილვა მიმდინარეობს. ამ წუთებში დამსწრეებისთვის მ2-ის და სასტუმროს მშენებლობის შესახებ პრეზენტაციას კომპანიის გენერალური დირექტორი ირაკლი ბურდილაძე წარადგენს.

შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლება, ოპოზიციის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა მოქალაქეები ესწრებიან.
ყინულის სასახლის ადგილას კომპანია m² სამსართულიანი სასტუმროს აშენებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ სასტუმროს პროექტის პრეზენტაციაზე 25 ნოემბერს ისაუბრა. მისი თქმით, სასტუმრო იქნება საერთაშორისო ბრენდის და ის ხელს არ შეუშლის დადიანების სასახლის ხედს.

მოსახლეობის ნაწილი აღნიშნულ ტერიტორიაზე სასტუმროს აშენებას ეწინააღმდეგება.

ამავე თემაზე:

თენგიზ ჯგუშია: ხვალ გადაწყდება წაართმევს თუ არა ზუგდიდს რეკრეაციულ ზონას ბიზნეს „ზვიგენი“ (ვიდეო)

სკეიტ პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს შესაძლო მშენებლობა გააპროტესტეს (ვიდეო)

რას ფიქრობენ ზუგდიდელები ყინულის სახლის ადგილას სასტუმროს მშენებლობაზე (ვიდეო)

Print