ახალი ამბები
m²: 25 მილიონიანი ინვესტიცია ზუგდიდს მოხმარდება
ზუგდიდს 25 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია მოხმარდება და 150 ადგილობრივი დასაქმდება - ამის შესახებ სამშენებლო კომპანია m²-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა. მისი თქმით, ქალაქში ასევე იგეგმება კოლეჯის აშენება, სადაც ადგილობრივები განათლებას სასტუმრო მომსახურების და ტურიზმის მიმართულებით მიიღებენ.

„150 ადგილობრივი დასაქმდება. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება, რომ გავხსნათ სასტუმრო მომსახურების პროფესიული კოლეჯი, რომელიც მოემსახურება სასტუმროს. ტურისტების ნაკადი იქნება დიდი. მესტიაში ვაშენებთ ორ სასტუმროს და გვინდა ერთმანეთთან დავაკავშიროთ“,- აღნიშნა ბურდილაძემ.

სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში სკეიტ პარკში, ყინულის სახლის ადგილზე სასტუმროს მშენებლობის საჯარო განხილვა მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:

ყინულის სახლის ადგილზე სასტუმროს მშენებლობაზე საჯარო განხილვა მიმდინარეობს
Print