ახალი ამბები
კობა ქანთარია: გუბერნია მხარს უჭერს ყინულის სახლის ადგილას სასტუმროს მშენებლობას
სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის კობა ქანთარია თქმით, გუბერნიის ადმინისტრაცია მხარს უჭერს პროექტს, რომელსაც m2 მუნიციპალიტეტს სთავაზობს. ამის შესახებ მან ყინულის სახლის ადგილას სასტუმროს მშენებლობის კონცეფციის საჯარო განხილვისას განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი ქალაქის განვითარებას ემსახურება.

„გუბერნატორი და მთლიანად ადმინისტრაცია მხარს უჭერს ზუგდიდისა და რეგიონის განვითარებას. მე არავისზე ნაკლებად არ შემტკივა გული ქალაქზე. ჩვენ ვცდილობთ განვითარდეს აქაურობა და ბრენდული სასტუმროს შემოსვლაზეა ლაპარაკი, თან ისეთის, რომელიც შერწყმულია ლანდშტაფტთან ისე, რომ რეკრეციაული ზონა გვერჩება კიდეც. ძალიან კარგია ეს საჯარო დისკუსია, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი აზრი. ნებისმიერი ინვესტორის იდეას, რომელიც ჩადებს 25, 30 მილიონ ინვესტიციას ან მეტს, შემოგვთავაზებს უკეთეს პირობებს, გზას გავუხსნით. ვინ შეზღუდა რომელიმე ინვესტორი?, - აღნიშნა ქანთარიამ.

მან პრეზენდაციისთვიის დეველოპერული კომპანიის გენერალურ დირექტორს მადლობა გადაუხადა.

სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში სკეიტ პარკში, ყინულის სახლის ადგილზე სასტუმროს მშენებლობის საჯარო განხილვა გაიმართა.

ამავე თემაზე:

m²: 25 მილიონიანი ინვესტიცია ზუგდიდს მოხმარდება
Print