რეგიონი
აფხაზეთს 20 თებერვლიდან ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
ხვალიდან აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ენგურჰესის ტექნიკურმა დირექტორმა გია ხუბუამ განუცხადა.

„დღისით უნდა გამოირთოს 3 საათით. ისინი იძლევიან პირობას, მოსახლეობა გააფრთხილეს, ჩვენც შესაბამისად გამოვრთავთ. ეს დაახლოებით 1 მილიონი კილოვატ საათია. მაგრამ, თუ მათ იმპორტი არ მოახდინეს რუსეთიდან, ესეც არ ყოფნის. იმპორტის შემთხვევაშიც უნდა დატოვონ ეს შეზღუდვები, რადგან ძალიან ძვირი ჯდება ეს ელექტროენერგია. ასე უნდა გაგრძელდეს სადღაც, მარტის შუა რიცხვებამდე და მერე ვნახოთ“, - თქვა ხუბუამ.

კომპანია "ჩერნომორენერგოს" გენერალურმა დირექტორმა ასლან ბასარიამ გასულ კვირაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯვარის წყალსაცავში წყლის დეფიციტის და რესპუბლიკაში ელექტროენერგიის მოხმარების მკვეთრი ზრდის გამო, შესაძლოა მარასოებრი გამორთვები დაიწყოს.

მან აღნიშნა, რომ დეფიციტის თავიდან აცილების ორი გზა არსებობს: ელექტროენერგიის მარაოსებრი სისტემით გათიშვები ან მისი რუსეთიდან "გადმოქაჩვა". აფხაზმა ენერგეტიკოსმა დასძინა, რომ სოხუმი რამდენიმე დღეში მიიღებს გადაწყვეტილებას.







Print