ახალი ამბები
ზუგდიდის ყინულის სასახლე შესაძლოა ხვალ გაიხსნას
ზუგდიდის მერიის „სპორტის განვითარების ცენტრის“ დირექტორის გოჩა ჩიქოვანის ინფორმაციით, ყინულის სასახლის გახსნა ხვალ იგეგმება.  ამის შესახებ მან რადიო "ათინათს" უთხრა. სხვა დეტალებზე ჩიქოვანმა არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკითხს მერიაში აზუსტებენ.

„ხვალ შვიდის ნახევარზე გაიხსნება სასახლე. დანარჩენი დეტალებისთვის მერიას მიმართეთ“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.

მერიაში ამბობენ, რომ ამ საკითხზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

სკეიტ-პარკის ტერიტორიიდან ყინულის სასახლის გადატანა ე.წ. კომკავშირის პარკში იგეგმება, სადაც სპორტული კომპლექსის და ოლიმპიური სტანდარტების აუზის მშენებლობაა გადაწყვეტილი. ამავე ცნობით, ყინულის სასახლის გადატანის და მონტაჟის სამუშაოებს იმ სასტუმროს მშენებელი კომპანია განახორციელებს, რომელიც ყინულის სახლის ტერიტორიაზე გეგმავს ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს აშენებას, თუმცა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

ამავე თემაზე:

მერია: ყინულის სახლი სკეიტ პარკის ტერიტორიაზე მალე გაიხსნება





Print