ახალი ამბები
მერია: ყინულის სახლში შესვლა რამდენიმე დღე უფასო იქნება
ზუგდიდის ყინულის სახლი 22 თებერვალს 18:00 საათზე გაიხსნება. ინფორმაციას ამის შესახებ ზუგდიდის მერია ავრცელებს. ამავე ცნობით, გახსნის ცერემონიაში ბათუმის ყინულის სახლის სპორტსმენები, ბათუმის მოცეკვავეთა დასი და ქუთაისის ყინულის სახლის ჰოკეისტთა გუნდი მიიღებენ მონაწილეობას.

მერიაში ამბობენ, რომ პირველ მარტამდე ყინულის სახლში შესვლა უფასო იქნება, ტარიფების განსაზღვრაზე კი მერია, საკრებულოსთან ერთად მუშაობს.

ასევე მერიის ინფორმაციით, ობიექტზე მოწვეული სპეციალისტები იმუშავებენ. 23 თებერვლიდან კი დაიწყება მოციგურავეთა ჯგუფების ჩამოყალიბება.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის ყინულის სასახლე შესაძლოა ხვალ გაიხსნას
Print