ახალი ამბები
ზუგდიდში რკინიგზის სადგურის რეაბილიტაცია იგეგმება

ზუგდიდის ვიცე მერის გიორგი შენგელიას ინფორმაციით, რკინიგზის სადგურის რეაბილიტაციაა იგეგმება. კითხვა შენობის გარემონტებასთან დაკავშირებით

მას მოქალაქე ანა ემუხვარმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს გამართულ შეხვედრაზე დაუსვა. რაზეც შენგელიამ უპასუხა, რომ პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სადგურის ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე „უსახური“ შენობის დემონტაჟი.

„რეაბილიტირდება თვითონ სადგურის ადმინისტრაციის შენობა და ბაქანი. ასევე, მოეწყობა საზოგადოებრივი საპირფარეშო, რათა იყოს ჩამოსული სტუმრებისთვის და ადგილობრივებისთვის ნორმალური პირობები. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ რკინიგზის დეპარტამენტთან ვაწარმოებდით მოლაპარაკებას, მათგან გვაქვს მზაობა, რომ გამოიყოს 750 ათასი ლარი. კონკრეტული ვადები, თუ როდის დაიწყება სამუშაოები, უახლეს მომავალში გახდება ცნობილი“, - აღნიშნა შენგელიამ.

მისივე ინფორმაციით, სადგურის რეაბილიტაციას ფინანსურად საქართველოს რკინიგზა უზრუნველყოფს.


 

 

Print