ახალი ამბები
"თაუნ პარკი" ზუგდიდის მერიასთან სასამართლოში დაობს
კომპანია "თაუნ პარკმა" ზუგდიდის მერიის ბრძანება მასთან ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ სასამართლოში გაასაჩივრა. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო "ათინათს" მერიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

ამავე ცნობით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრძანების აღსრულება შეაჩერა, რაც თავის მხრივ, მერიამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ჯერჯეობით, აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

რადიო "ათინათი" "თაუნ პარკის" წარმომადგენლებთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა ბაბუში ყუფუნიას ტელეფონი გამორთული აქვს.

ზუგდიდის მერიამ კომპანია "თაუნ პარკს", რომელსაც ზუგდიდში პარკირების სისტემა უნდა მოეწესრიგებინა, ხელშეკრულება გაუწყვიტა. ამის მიზეზად კი ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელა. "თაუნ პარკს" ქალაქის ცენტრალური ტერიტორიები ათწლიანი იჯარით ჰქონდა აღებული. მას ადგილობრივ ბიუჯეტში კვარტალურად, ჯამში ყოველწლიურად 203 000 ლარი უნდა შეეტანა. შესაბამისი ხელშეკრულება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და კომპანია „თაუნ პარკს“ შორის 2017 წლის სექტემბერში დაიდო.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის მერიამ "თაუნ პარკთან" ხელშეკრულება გაწყვიტა


Print