ახალი ამბები
ააიპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისთვის, შესაძლოა, ტრანსპორტი შეიძინონ
ზუგდიდის მერიის ააიპ "სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის ცენტრისთვის", შესაძლოა, ახალი ტრანსპორტი შეიძინონ. შესაბამისი რეკომენდაცია საკრებულომ ააიპ-ის დღეს მისცა.

"ბაღების მეთოდისტების ტრანსპორტირებისთვის ააიპ-ის ტაქსის მომსახურების გაწევა და თანხის გადახდა უწევს. უფრო ეკონომიური იქნება, თუკი ერთ ტრანსპორტს შეიძენენ და შესაბამისად, დაზოგავენ ფულს", - აღნიშნა წოწერიამ.

ბაღების მართვის ცენტრში კი ამბობენ, რომ საკითხზე იმსჯელებენ და მოიფიქრებენ. რა სახსრებით შეიძლება ტრანსპორტის შეძენა.
Print