რეგიონი
ჩხოროწყუში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეგარხარეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 40 წლამდე მამაკაცი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

რადიო "ათინათს" შს სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
Print