ახალი ამბები
მალტის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურთან ზღვა დააბინძურა
მალტის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, ფოთის ნავსადგურის ნავმისადგომთან, ზღვა ნავთობპროდუქტებით დააბინძურა. გემის კაპიტანს ფოთის საქალაქო სასამართლომ, 65 000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქცია დააკისრა, რასაც დაემატა 1045 ლარის ოდენობით, გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა. ინფორმაციას გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

ამავე ცნობით, გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვა.



Print