რეგიონი
გულრიფშის რაიონში მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოჰყვა
გულრიფშის რაიონის დაბა კაშტაკში საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მილიციის მანქანა და ВАЗ-2109 მარკის ავტომობილი შეეჯახნენ. ავარია მსხვერპლით დასრულდა, წერს „აფსადგილ ინფო“.

ამავე ცნობით, შემთხვევა 24 თებერვალს, 12.20 საათზე, ფსოუ - ენგურის ტრასაზე, მაჭარის მილიციის საგუშაგოსთან მოხდა. ავარიის შედეგად დაშავებული ВАЗ-2109 - ის მძღოლი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მეორე ავტომობილში მყოფი მილიციის თანაშრომლები, სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებით, ასევე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

Print