ახალი ამბები
"სული ცხოელ არს"- კონფერენცია ზუგდიდში (ფოტო)
ასოციაცია „ათინათის“ სააქტო დარბაზში მოეწყო კონფერენცია სახელწოდებით „სული ცხოელ არს“, რომელიც გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას მიეძღვნა. ჯი-ელ-სი-ს ზუგდიდის განყოფილების მე-10 კლასის მოსწავლეებმა აღნიშნულ თემაზე 14 მასალა მოამზადეს. ფილოლოგ ნესტან ფიფიას თქმით, კონფერენციის მოწყობა მოსწავლეების ინიციატივა იყო. მათ სურდათ მეტი ინფორმაცია მიეღოთ, ვიდრე სასწავლო პროგრამით არის გათვალისწინებული.

„გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაზე მოსწავლეებმა მოიძიეს დამატებითი ინფორმაცია. საკითხებად დაყვეს, უდაბნოს ქლაქყოფად, ტაო-კლარჯეთი, გრიგოლ ხანძთელი მისი საძმო. ამ კონფერენციას წინ უძღოდა უბისაში მოლოცვა, რადგანაც ეს საქართველოში ერთადერთი ტაძარია გრიგოლ ხანძთელის და მისი საძმოს მიერ აშენებული. თემა ბავშვებმა აირჩიეს, მათ უნდოდათ, რომ უფრო მეტი ემუშავათ და გაეგოთ, ვიდრე ეს სასწავლო პროგრამაში არის“, - აღნიშნა ნესტან ფიფიამ.

კონფერენციას, რომელიც სკოლაში ყოველ წლიურად იმართება, მოწვეულ სტუმრებს შორის წმინდა ნინოს სახელობის მონასტრის იღუმენია დედა დინარი, დეკანოზი ილარიონ შენგელაია და შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი რევაზ შეროზია ესწრებოდნენ.

Print