ახალი ამბები
მამუკა ხაზარაძე: ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი
"თიბისი" ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ისინი ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი არიან და იძულებული გახდნენ, ბანკი დაეტოვებინათ.

„დღევანდელი მსჯელობა სწორედ იმიტომ იყო მოწვეული, რომ გაგვეკეთებინა განმარტებები და დაწყნარებულიყო ეს სიტუაცია. მედიას, საზოგადოებას და დეპუტატებს უნდა გაერკვიათ, თუ რა მოხდა რეალურად. ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი, იძულებითი ნაბიჯი გადავდგით, რომ დაგვეტოვებინა ბანკი, მაგრამ ჩვენს ღირსებას და სამართალს არ დავთმობთ“, - განაცხადა ხაზარაძემ.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკურ პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის მოსმენა ჩაიშალა. 

ამავე თემაზე:

ემუქრება თუ არა საფრთხე ანაკლიის პორტს - ანაკლიელების აზრი (ფოტო, ვიდეო)

Print