ახალი ამბები
ზუგდიდში დევნილთა დასახლებებში საბავშვო ბაღების აშენება იგეგმება
ზუგდიდში ბარამიასა და ლაღიძის ქუჩებზე არსებულ დევნილთა ჩასახლებებში საბავშვო ბაღების აშენდება. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალურად დაცვის მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილამ უთხრა. მისივე თქმით, მშენებლობას პროექტის „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“ ფარგლებში, ლტოლვილთა დანიის საბჭო განახორციელებს. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, თითოეული ბაღი 200-მდე აღსაზრდელისთვის იქნება განკუთვნილი.

აღნიშნული პროექტი, რომელსაც გერმანიის მთავრობა აფინანსებს, დევნილების გრძელვადიანი განსახლებისთვის, ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან აქტივობებს ითვალისწინებს. მის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, აშენდება 236 კერძო სახლი, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე. შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, გაიცემა 236 გრანტი, ახალ საცხოვრებელ ადგილას გადასული დევნილებისთვის; 130 ბიზნეს გრანტი გაიცემა მცირე და საშუალო საწარმოებზე, დევნილებისთვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით;

ამავე თემაზე:
დევნილები ახალ დასახლებაში ბაგა-ბაღის აშენებას ითხოვენ (ვიდეო)

რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ კერძო სახლის აშენების მსურველმა დევნილებმა
Print