ახალი ამბები
ზუგდიდისთვის 15 ავტობუსი, შესაძლოა, კომპანია „ჯი-თი გრუპმა“ შეიძინოს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 15 ავტობუსის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დასრულდა. შესყიდვების ელექტრონულ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ტენდერს მხოლოდ ერთი პრეტენდენტი „ჯი თი გრუპი“ ჰყავს. მან მერიისგან ავტობუსების შესასყიდად 3 მილიონ 330 ათასი ლარი მოითხოვა.

ამ ეტაპზე შესყიდვა-შეფასების ეტაპი მიმდინარეობს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მერია შეისყიდის, უნდა იყოს ახალი, ერთი მარკის და კონდიცირება-ვენტილაციის სისტემით აღჭურვილი. გამოშვების წელი არანაკლებ 2018 და თითოეული ავტობუსის მიერ გავლილი მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 6000 კმ-ს. ასევე სატენდერო პირობაა, რომ ტრანსპორტი შშმ პირთათვის იყოს ადაპტირებული. გამარჯვებულმა კომპანიამ ავტობუსები ხელშეკრულების დადებიდან სამი თვის განმავლობაში უნდა შეიძინოს.

ზუგდიდის მერიამ ავტობუსების შესაძენად 3 მილიონ 500 ათასი ლარი ისესხა, რომლის დაფარვის ვადაა 2029 წლის 31 მარტია.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის მერია 15 ავტობუსის შესყიდვას აპირებს

Print