ახალი ამბები
თენგო ჯგუშია: ანაკლიის პორტის მშენებლობის საქმეში ინვესტორს გვერდით დავუდგებით
„სამეგრელოს ხმის“ ლიდერის თენგიზ ჯგუშიას თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობის მხარდასაჭერად ის ზუგდიდელებთან ერთად აქტიურ კამპანიას იწყებს. ამის შესახებ მან ანაკლიაში გამართულ ბრიფინგზე თქვა. ჯგუშიას თქმით, პროექტს საფრთხე ემუქრება.

“2 მილიარდნახევრიანი უპრეცედენტო ინვესტიცია დღეს კითხვის ნიშვის ქვეშ დგას. 6 ათასი ადამინის დასაქმებას ემუქრება საფრთხე. მათ, ვინც ხელს უშლის პროექტს, სურს, რომ ანაკლია არ გახდეს რეგიონის განვითარების მთავარი სტიმულატორი. ჩვენ არ გვაინტერესებს, ვის რა ინტერესები აქვს ვისთან, დავიცავთ ინვესტორის უფლებებს, რომელსაც აქვს კეთილი განზრახვა, რომ ააშენოს საერთაშორისო მნიშვნელობის პორტი. სრული მხარდაჭერა საერთაშორისო ინვესტორებს, ვინც ანაკლიის განვითარებისთვის იღვწიან. ეს არის დასაწყისი, ჩვენ დავიწყებთ ძალიან აქტიურ კამპანიას და მოძრაობას“, - აღნიშნა ჯგუშიამ.

მისივე თქმით, ზუგდიდის მოსახლეობა იმ ინვესტორს დაიცავს, ვინც ანაკლიას, ზუგდიდსა და შესაბამისად, მთელ რეგიონს განვითარების რეალურ შანსს მისცემს.

ჯგუშიასთან ერთად დღეს მისი მხარდამჭერები იმყოფრებოდნენ.

Print