ახალი ამბები
მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის საქმეზე ცხრა მოწმე დაიკითხა
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის ჭაბუკა ლემონჯავას საქმეზე ცხრა მოწმე დაიკითხა. მათ შორის, ფოთის საავადმყოფოს მორიგე ექიმები, ექსპერტები და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლები. ფოთის საავადმყოფოს მედდის ლია ხურციას ინფორმაციით, მათთან შემოყვანისას ლემონჯავას თავის არეში სიწითლე აღენიშნებოდა.

„შუბლის არეში სიწითლე აღენიშნებოდა და შეწუხებული იყო.  გამოკვლევების შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საავადმყოფოში დაგვეტოვებინა. დაახლოებით ექვსი დღის განმავლობაში იყო. დიაგნოზი არ ვიცი, თუმცა მკურნალობა დაუნიშნეს, ისეთი რაც ტვინის შერყევის მქონე პაციენტებს ენიშნებათ“, -
აღნიშნა ხურციამ.

ექსპერტები, რომლებმაც შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს და შესაბამისი ნივთმტკიცებები ამოიღეს, დეტალებს ვერ იხსენებენ. მათი თქმით, მომხდარიდან დიდი დრო გავიდა და ყველაფრის გახსენება უჭირთ.

დღესვე დაიკითხა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გიორგი ხაჭვანი. მისი თქმით ის შემთხვევის ადგილას შეტყობინების საფუძველზე მივიდა. იხსენებს, რომ ლემონჯავას სახეზე ხელები ჰქონდა აფარებული და ტიროდა.

„შემთხვევის ადგილას, რომ მივედი მანქანიდან გადმოსვლისთანავე ასმეთაური მოვიდა და გვითხრა, რომ ჩვენი ადგილზე დარჩენის საჭიროება არ იყო და უნდა გაგვეგრძელებინა პატრულირება. ამ დროს დავინახე ჭაბუკა ლემონჯავა აქეთ-იქით დადიოდა, სახეზე ხელები ჰქონდა აფარებული და ტიროდა“, - თქვა ხაჭვანმა.

სხვა მოწმეებთან შედარებით ყველაზე ადრე შემთხვევის ადგილას პოლიციის თანამშრომელი ვლადიმერ ნადარაია მივიდა. ნადარაიამ სასამართლო პროცესზე თქვა, რომ ჩასარიცხი აპარატი გატეხილი იყო, მის წინ ადამიანი იწვა და იქვე ეგდო რკინის ჩაქუჩიც.

„შეტყობინება შემოვიდა, რომ რევაზ საჯაიას სჭირდებოდა დახმარება. ადგილზე მივედით ათ წუთში. პირდაპირ გავემართე აპარატთან. ის გატეხილი იყო. მის წინ იწვა ადამიანი, თავთან სისხლის გუბე იდგა. იქვე ეგდო რკინის ჩაქუჩიც. მოპირდაპირე ქუჩაზე კი იდგნენ ლემონჯავა და საჯაია. ლემონჯავას სახეზე ხელები ჰქონდა აფარებული“, - თქვა ნადარაიამ.

შემთხვევის ადგილიდან სამართალდამცავებმა ლემონჯავას კუთვნილი იარაღი, ექვსი მჭიდით, ჩაქუჩი და ერთი ვაზნა ამოიღეს. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში აღნიშნულ საქმეზე მოწმეების გამოკითხვა გრძელდება. სასმართლომ ასევე უნდა მოუსმინოს ერთადერთ პირდაპირ მოწმეს, რომელიც შემთხვევის ღამეს ჭაბუკა ლემონჯავასთან ერთად მორიგეობდა.

2018 წლის 23 ივლისს მამაკაცს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის დროს სამართალდამცავმა, სავარაუდოდ, წინააღმდეგობის გაწევისას ესროლა. მამაკაცს ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი. შედეგად, ის ზუგდიდის საავადმყოფოში გარდაიცვალა. პროკურატურამ საქმე სს კოდექსის 333-ე მუხლის 3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით აღძრა, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით, ან იარაღის გამოყენებით.

ამავე თემაზე:
მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის საქმეზე მოწმეების დაკითხვა დაიწყო





Print Email
FaceBook Twitter
დღის სიახლეები
21 / მარტი 2019
ოჩამჩირის რაიონში გზის პირას მდებარე ორსართულიანი სახლი უცნაური დეტალით გამოირჩევა და გამვლელთა ყურადღებას იპყრობს. სახლის მეორე სართულზე ასვლა მანქანით პირდაპირ ტრასიდან შეიძლება. გამოცემა "აიაირას" ჟურნალისტები შეეცადნენ
21 / მარტი 2019
სამხარეო ადმინისტრაციაში თენგიზ ჯგუშიას იმ  განცხადებას ეხმაურებიან, რომელშიც ის ზუგდიდის მერობის არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე საუბრობს. მათი თქმით, თხილის
21 / მარტი 2019
საქართველოს ორი მოქალაქე, რომელიც რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს, სასჯელს დრანდის ციხეში იხდის.
საზოგადოება
{{ARTICLEIMAGE}}გადაცემის თემა: მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავებაში
სოციალურმა კაფემ "MegoBar" ბუბა სორდიას პერფორმანსს - "აკუსტიკური დაპირებები" უმასპინძლა. შეკრებილი საზოგადოებისთვის მომღერალმა თემატურად შერჩეული სიმღერები შეასრულა
29 წლის ილონა შონია წარმოშობით აფხაზეთიდანაა. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს მისი ოჯახი საცხოვრებლად ზუგდიდში გადმოვიდა, სადაც ილონამ ბავშვობა
გამოკითხვა
ემხრობით თუ არა სკეიტ-პარკში, ყინულის სახლის ადგილზე სასტუმროს მშენებლობას?
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 9 °C
img
სოხუმი 9 °C
img
ფოთი 10 °C
img
მესტია 2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.