ახალი ამბები
ზედაეწერში ავარიის შედეგად დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზეა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას თქმით, დაშავებული მრავლობითი დაზიანებებით შემოიყვანეს. რაც შეეხება მეორე პაციენტს, ორჟონიას ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

„112-ის სამსახურის მიერ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შემოიყვანეს 2 პაციენტი. მათგან ერთი ქალა ტვინის ტრავმით, თავის ტვინის დაჟეჟილობით, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობით, გულ-მკერდის დახურული ტრავმით, ფილტვების დაჟეჟილობით, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობით, ტრავმული შოკით და სუნთქვის მწვავე უკმარისობით. მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, იმყოფება მართვით სუნთქვაზე. რაც შეეხება მეორე პაციენტს, მას გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ფილტვების დაჟეჟილობა, ხერხემლის დახურული ტრავმა, წელის მეოთხე მალის მოტეხილობა აღენიშნება. დაშავებულებს  უტარდებათ შესაბამისი კვლევები და მკურნალობა“, - აღნიშნა ორჟონიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.


ამავე თემაზე:

ზედაეწერში მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
19 / აპრილი 2024
2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.