ზედაეწერში ავარიის შედეგად დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა (ვიდეო)
11:14 / 01.03.2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზეა. ზუგდიდის რეფერალური
ჰოსპიტალის კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას თქმით, დაშავებული მრავლობითი დაზიანებებით შემოიყვანეს. რაც შეეხება მეორე პაციენტს, ორჟონიას ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
„112-ის სამსახურის მიერ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შემოიყვანეს 2 პაციენტი. მათგან ერთი ქალა ტვინის ტრავმით, თავის ტვინის დაჟეჟილობით, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობით, გულ-მკერდის დახურული ტრავმით, ფილტვების დაჟეჟილობით, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობით, ტრავმული შოკით და სუნთქვის მწვავე უკმარისობით. მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, იმყოფება მართვით სუნთქვაზე. რაც შეეხება მეორე პაციენტს, მას გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ფილტვების დაჟეჟილობა, ხერხემლის დახურული ტრავმა, წელის მეოთხე მალის მოტეხილობა აღენიშნება. დაშავებულებს უტარდებათ შესაბამისი კვლევები და მკურნალობა“, - აღნიშნა ორჟონიამ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები