რეგიონი
ზუგდიდში ლიბერთი ბანკის ფილიალთან ინკასატორი დააყაჩაღეს
ზვიად გამსახურდიას #219-ში მდებარე ლიბერთი ბანკის ფილიალის ინკასაცია დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, ინკასატორს ორი პირი მაშინ დაესხა თავს,  როდესაც ის ფილიალში შედიოდა.

შემთხვევის შედეგად დაჭრილია მამაკაცი.

ლიბერთი ბანკის გვერდით მდებარე "სახალხო აფთიაქში" აცხადებენ, რომ მათ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.

"ახალი მოსული ვიყავი ხმა რომ გავიგე, რამდენიმე გასროლა იყო. ვერ ვტოვებთ აფთიაქს, მხოლოდ გავიხედეთ. სხვა არაფერი ვიცი. კორპუსებიდან ქალი ამბობდა ორნი იყვნენო. სხვა არ ვიცი არაფერი", - ამბობს აფთიაქის თანამშრომელი.

დაჭრილი გადაყვანილია ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში. მედიკოსების ინფორმაციით, ის წვივის არეშია დაჭრილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელის ნიკოლოზ დიასამიძის განმარტებით, გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწო.

Print