ახალი ამბები
ინკასაციის მანქანის დაყაჩაღებისას დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია
ზუგდიდში მომხდარი ყაჩაღობისას დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, ის სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით წვივის არეშია დაჭრილი.

"დილის საათებში შემოყვანილ იქნა შუა ხნის მამაკაცი. მდგომარეობა ამჟამად არის სტაბილური, გრძელდება მკურნალობა", - თქვა ორჟონიამ.

ზუგდიდში ლიბერთი ბანკის ფილიალთან ინკასაციის მანქანა დააყაჩაღეს. სავარაუდოდ დაჭრილია ინკასატორი. მომხდარზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე: 

ზუგდიდში ლიბერთი ბანკის ფილიალთან ინკასატორი დააყაჩაღეს
Print