რეგიონი
რუსი "მესაზღვრეების" მიერ დაკავებული გულადი ხუბუა გაათავისუფლეს
სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან დაკავებულ 55 წლის გულადი ხუბუა თავისუფალია. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო "ათინათს" სახელმწიფო უსაფრთხოეის სამსახურში დაუდასტურეს. უწყებაში გვითხრეს, რომ შამგონის მკვიდრი დღეს გაათავისუფლეს.

თაგილონი-შამგონას ადმინისტრაციულ საზღვართან ხუბუა რუსმა "მესაზღვრეებმა" ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ორი დღის წინ დააკავეს.

Print