ახალი ამბები
“ქურდული სამყაროს” წევრობის ბრალდებით დაკავებული ორი პირი ბრალს არ აღიარებს
სამეგრელოში "ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით დაკავებული ორი პირი თავს დამნაშავედ არ ცნობს და ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ რადიო "ათინათს" მანუჩარ გაბუნიასა და მამუკა ლაგვილავას ადვოკატმა ჯიტა გულუამ უთხრა. მისივე ინფორმაციით, დაკავებულები ამბობენ, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირი არ აქვთ.

ადვოკატი ამბობს, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა, სენაკსა და ფოთში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავეს. დაკავებულებს ბრალად ედებათ ქურდული სამყაროს წევრობა. გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე:

სამეგრელოში "ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით დაკავებული ორი პირი დუმილის უფლებას იყენებს

შსს: ფოთსა და სენაკში "ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით სამი ადამიანი დავაკავეთ
Print