რეგიონი
ზუგდიდის თეატრს ახალი მსახიობი ჰყავს
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრს ახალი მსახიობი ზურაბ ანთელავა შეემატა. ამის შესახენ თეატრის ადმინისტრაცია ფეისბუქ გვერდზე წერს. „რესპუბლიკის დამსახურებულ არტისტსა და სახელმწიფო პრემიის ლაურეატ ზურაბ ანთელავას ასამდე როლი აქვს შესრულებული თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე .რამდენიმე ფილმში : „ხარება და გოგია“, „დათა თუთაშხია, „ათოვდა ზამთრის ბაღებს“, „ხიბულა“ და სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ აქვს მონაწილეობა მიღებული. საქართველოში მძიმე პერიოდის დროს, სამშობლოდან და თეატრიდან წავიდა. 15 წელი ემიგრაციაში იმყოფებოდა, მაგრამ სამშობლოს სიყვარულმა და მონატრებამ ისევ საქართველოში დააბრუნა და საყვარელ საქმესაც დაუბრუნდა სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.


Print