ახალი ამბები
ოჩამჩირის პორტში ხანძარი გაჩნდა
ოჩამჩირის პორტში არსებულ საწყობს, სადაც თევზის ფქვილი იყო განთავსებული, ცეცხლი წაეკიდა. ხანძრის შესახებ შეტყობინება საგანგებო სიტუაციათა სამინისტროში პირველის ნახევარზე შევიდა. შემთხვევის ადგილზე 6 სახანძრო და ერთი სამაშველოს სამსახურის მანქანა გავიდა. ამის შესახებ „ნუჟნაია გაზეტა“  წერს.

ხანძრის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.


Print