სპორტი
ზუგდიდში 6 სასპორტო სკოლა იქმნება
ზუგდიდის მერიის ააიპ „სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრში“ 6 სასპორტო სკოლა ფუძნდება. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ააიპ-ის ხელმძღვანელმა გოჩა ჩიქოვანმა უთხრა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის სარეგისტრაციო პროცედურები მიმდინარეობს და დაახლოებით, ორ კვირაში ფიგურული სრიალის, საბრძოლო ხელოვნებათა, ჭადრაკის, ჭიდაობის, ფეხბურთისა და კომპლექსური სპორტული სკოლები შეიქმნება.

„ააიპ-ში გვაქვს განყოფილებები და ეს სპორტული სკოლები შეცვლის მათ. უქმდება ჰოკეის განყოფილება, თუმცა, თუ იქნებიან მსურველები, ჩვენი ყინულის სახლის პარამეტრები იძლევა შესაძლებლობას, რომ ეს სკოლაც იყოს“, - გვითხრა ჩიქოვანმა.

რაც შეეხება ფასებს, როგორც ჩიქოვანი ამბობს, ჯერჯერობით, არ არის, გადაწყვეტილი, იქნება თუ არა ეს სკოლები ფასიანი. მისი თქმით, საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.




Print