რეგიონი
თებერვალში სამეგრელო-ზემო სვანეთში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 30 ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, თებერვალში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 532 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 19 შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ამავე ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 30 ფაქტი დაფიქსირდა.

ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 34 ფაქტი დაფიქსირდა და ამოღებულია 3 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი.

მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

Print