რეგიონი
შემოქმედებითი საღამო ხანდაზმულებთან ერთად (ფოტო, ვიდეო)
სოციალურ კაფე ,,მეგობარში“, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის“ და ასოციაცია "ათინათის" ახალგაზრდული კლუბის წევრების ინიციატივით შემოქმედებითი საღამო „ხანდაზმულებთან ერთად“ გაიმართა.

ღონისძიებას ,,მეგობარის“ ბაზაზე არსებული ხანდაზმულთა კლუბის წევრები დაესწრნენ. ანსამბლმა "მაფშალიამ"ქართული და მეგრული სიმღერები შეასრულა.

,,ათინათის“
ახალგაზრდული კლუბის წევრებმა კი დამსწრეებს გასული საუკუნის ცნობილი ქართველი ქალების შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს.

მოეწყო ფოტოგამოფენა, რომელიც ხანდაზმულების ახალგაზრდულ წლებზე მოგვითხრობს.
Print