რეგიონი
“ნიკორაში“ მომხდარი ხულიგნობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
ზუგდიდში, საჯვაროს უბანში მდებარე „ნიკორას“ მაღაზიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა სამი პირი დააკავეს. ინფორმაცია რადიო „ათინათს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

4 მარტს, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა სამმა მამაკაცმა კონსულტანტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტში კერძო დაცვის თანამშრომელი ჩაერთო, რაც უკვე მათ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მომხდარზე გამოძიება კი ფაქტზე სს კოდექსის 239-ე, ხულიგნობის მუხლით დაიწყო.

ამავე თემაზე:

შეურაცხყოფა და დაპირისპირება ზუგდიდის ერთ-ერთ მარკეტში - შსს-მ გამოძიება დაიწყო
Print