რეგიონი
ფოთში ეკლესიის ეზოში სამლოცველო არასრულწლოვანმა გაქურდა
ფოთში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის მშენებარე ეკლესიის ეზოში სამლოცველი გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია გარკვეული რაოდენობის თანხა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ სამლოცველოს გაქურდვის ფაქტი გახსნეს. უწყების ცნობით, დანაშაულის ჩადენაში მხილებულია არასრულწლოვანი, რომელიც აღიარებს დანაშაულს. გამოძიება სსკ-ის 177-ე, ქურდობის მუხლით გრძელდება.
Print