ახალი ამბები
გიორგი გახარია: როგორც შს მინისტრს, ძალიან კარგად მესმის რას ნიშნავს ანაკლიის პორტი
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ TBC ბანკის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის საქმეს კომენტირებისას დაკავშირებით ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას კარგად ესმის ანაკლიის პორტის მნიშვნელობა.

„მე, როგორც ვიცე-პრემიერს და ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, ძალიან კარგად მესმის ამ ქვეყნისთვის და ამ სახელმწიფოს მომავლისთვის, რას ნიშნავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. დღეს, როგორც შს მინისტრს და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელს ასევე, ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს ანაკლიის პორტი. ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა, რომ ადამიანები სკანდალებით, რაღაც შეთქმულების თეორიებით ცდილობენ ვალდებულებებს თავი აარიდონ და დააზიანონ სახელმწიფო ინტერესები. ანაკლიის პორტი ეს არის ამ ქვეყნის მომავალი უსაფრთხოების და ეკონომიკის კონტექსტში. არავის გამოუვა არც ერთ შემთხვევაში, რომ შეთქმულების თეორიით, სკანდალებით და ჭორაობით, ვალდებულებებს, რომელიც აღებულია წლების წინ, თავი აარიდოს,"- განაცხადა გახარიამ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა ასევე თქვა, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ მან მუქარის წერილი მიიღო შს მინისტრისგან. ხაზარაძემ განმარტა, რომ გიორგი გახარია მას რაღაცის შესრულებას სთხოვდა, თუმცა. საქმეზე პროკურატურაში უკვე გამოიკითხა ხაზარაძე.

ამავე თემაზე:

ირაკლი ღარიბაშვილი ანაკლიის პორტზე: რატომ დაირღვა ვადები, არ იყო დაფინანსებადი პროექტი?


Print