ახალი ამბები
ანაკლიაში ენგურის სანაპიროსთან სახანძროს შენობის აშენებას აპროტესტებენ
ადგილობრივების ნაწილი ანაკლიაში ენგურის სანაპიროზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შენობის აშენებას აპროტესტებენ. მათი თქმით, ეს ერთადერთი რეკრეაციული ზონაა, რომელიც სოფელს შემორჩა. მოსახლეობამ ტერიტორიაზე არსებული ხეები წითელი ლენტით შემოსაზღვრა. ისინი ამბობენ, რომ აქ მშენებლობის უფლებას არავის მისცემენ. სოფლის მკვიდრის ეკა გვილიას ინფორმაციით, აღნიშნულ ადგილას ასწლოვანი ჭადრის ხეები დგას და მშენებლობის შემთხვევაში მცენარეებს მოჭრიან.

„ჩვენ მშენებლობის წინააღმდეგი კი არ ვართ, ჩვენ ვეწინააღმდეგებით იმ ადგილზე მშენებლობას, სადაც იგეგმება. ერთადერთი რეკრეაციული ადგილია, რომელიც ანაკლიაში დარჩა. აქ არის ასწლოვანი ხეები. წლების განმავლობასი აქ იყრიდა თავს მთელი სოფელი. კი ბატონო ააშენონ, მაგრამ არა ამ ადგილზე. ერთადერთი ადგილი სადაც ბავშცები ისვენებენ. ხეებს არ მოვჭრითო, როგორ წარმოგიდგენიათ აქ ხეების მოჭრიოს გარეშე მშენებლობა. გავასუფთავებთო, რას ნიშნავს გასუფათავბა, იმას რომ მარტო კენწერო დარჩება“, - ამბობს ანაკლიის მკვიდრი ეკა გვილია.

მოსახლების ნაწილი, რომელიც  მშენებლობას ეწინააღმდეგება, ამბობს რომ ამ ადგილს საჭიროების შემთხვევაში  მთელი სოფელი დაიცავს.

თავის მხრივ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ანაკლიაში სადგურის აშენება იგეგმება, სადაც 3 სახანძრო მანქანა გაჩერდება. მათივე ცნობით, მშენებლობისას ხეები არ მოიჭრება.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
19 / აპრილი 2024
2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.