ახალი ამბები
ზუგდიდში სახლის ნაწილი დაიწვა
ზუგდიდში, თავისუფლების ქუჩაზე, პაჭკორიების ერთსართულიანი სახლის ნაწილი დაიწვა. ამ წუთებში ადგილზე ორი სახანძრო ბრიგადა მუშაობს. ხანძარი ლოკალიზებულია და მაშველები კერის ლიკვიდაციას ცდილობენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. არსებული ინფორმაციით, სახლში არავინ იმყოფებოდა.

"მარტო ცხოვრობდა 65 წლამდე მამაკაცი. ერთი კვირაა, აქ არავინ ყოფილა. სოფელშიც აქვთ სახლი და აქაც მოდიოდა ხოლმე. ავეჯი და ტექნიკა აქვთ სახლში, რამის გატანა მოასწრეს თუ არა, არ ვიცი", - ამბობს დაზარალებულის მეზობელი ეთერ ჭიჭაღუა.

ხანძარი, სავარაუდოდ, ელექტროსადენებმა გამოიწვია, თუმცა ზუსტი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.
Print