რეგიონი
ზუგდიდში "ლიბერთი ბანკის" ინკასაციის დაყაჩაღების ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს
სამართალდამცავებმა ზუგდიდში "ლიბერთი ბანკის" ინკასატორების დაყაჩაღების ფაქტი გახსნეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ამავე ცნობით, პოლიციამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: 1980 წელს დაბადებული გ.ჯ. და 1964 წელს დაბადებული ო.ხ. ბრალდებულის სახით ზუგდიდში 6 მარტს დააკავა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, დიდი ოდენობით მატერიალური სარგებელის მიღების მიზნით რამდენიმე ყაჩაღური თავდასხმა დაგეგმეს.

"მიმდინარე წლის 2 მარტს, დილის საათებში ზუგდიდში მდებარე "ლიბერთი ბანკის" ფილიალთან ბრალდებულები ბანკის საინკასაციო მანქანას თავს დაესხნენ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს ბანკის ერთ-ერთ ინკასატორს. გ.ჯ.-მ და ო.ხ.-მ გაიტაცეს საინკისაციოდ გამზადებულ ბანკის ფული, ინკასატორების კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღები და შემთხვევის ადგილიდან მსუბუქი ავტომობილით მიიმალნენ. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ინკასაციის სამსახურის თანამშრომლების დაყაჩაღებამდე, რამდენიმე საათით ადრე, ზუგდიდში, სოფელ ონარიაშიც ჩაიდინეს დანაშაული. ნიღბებით და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა გ.ჯ.-მ და ო.ხ.-მ ელექტროსადგურის დარაჯებს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, რის შემდეგაც იარაღის მუქარით მათ პირადი ნივთები და კუთვნილი ავტომობილი გასტაცეს. მოგვიანებით, აღნიშნული მსუბუქი ავტომობილით ბრალდებულებმა ბანკის ინკასატორებზე ყაჩაღური თავდასხმა და დიდი ოდენობით ფულის გატაცება შეძლეს.დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ გატაცებულ ავტომობილს ერთ-ერთ სოფელში მიტოვებულ მდგომარეობაში მიაკვლია", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამართალდამცავებმა გატაცებული ფული, დანაშაულის ჩადენის იარაღი ორი ცალი "კალაშნიკოვი"-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, ინკასატორებისგან გატაცებული "გირსანის" ტიპის პისტოლეტები, ნიღბები, დარაჯის კუთვნილი ავტომობილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

ამავე ინფორმაციით, დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

ორგანიზებული დაჯგუფების მიერ ჩადენილი ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და დაუფლების, ასევე ჯანმთელობის განზრახ დაზიანების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 143-ე, 236-ე, 237-ე და 118-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე:

ინკასაციის მანქანის დაყაჩაღებისას დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია 

ზუგდიდში ლიბერთი ბანკის ფილიალთან ინკასატორი დააყაჩაღეს


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2024
24-25 აპრილს, ღამის საათებში თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში შეზღუდვები დაწესდება.
23 / აპრილი 2024
"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, 2-დან 6 მაისის ჩათვლით, თბილისი - ფოთის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება.
23 / აპრილი 2024
"ზუგდიდში UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური სტადიონის მშენებლობა 2015 წელს დაიწყეს და 2017-ში უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე არ გახსნილა", - ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორმა"
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.