რეგიონი
ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული შსს-ს თანამშრომლის ცოლი: ცხოვრებაა ასეთი
ზუგდიდში "ლიბერთი ბანკის" ინკასატორების დაყაჩაღების ბრალდებით დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლის ოჯახის წევრებს მომხდართან დაკავშირებით საუბარი არ სურთ. ბრალდებულის ცოლმა მათ საცხოვრებელ სახლში მისულ ჟურნალისტებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა და უთხრა, რომ ეს ამბავი მას არ ეხება.

„ცხოვრებაა ასეთი. ჩემი ქმარია, მე არ მეხება ეს ამბავი. წადით აქედან“, - თქვა მან.

დაკავებული ო.ხ-ს მეზობლის განმარტებით, ოჯახი აქ 20 წელზე მეტია ცხოვრობს და ბრალდებულზე ცუდია არავის სმენია.

„20 წელზე მეტია აქ ცხოვრობს, ამის ცუდი არავის არ გაუგია. მგონი ჯარში მსახურობდა, მე ასე ვიცი“, - ამბობს ის.

ყაჩაღობის ფაქტზე 1980 წელს დაბადებული გ.ჯ. და 1964 წელს დაბადებული ო.ხ. ბრალდებულის სახით ზუგდიდში 6 მარტს დააკავეს.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში ინკასაციის დაყაჩაღების ბრალდებით დაკავებულთაგან ერთ-ერთი შსს-ს თანამშრომელია
Print