ახალი ამბები
კოკსა და ორსანტიაში სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახლები გადასცეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე 25 ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადაეცემა. ახალაშენებული სახელები სახლები დღეს კოკსა და ორსანტიაში კლარა ქალდანისა და ბადურ ჩარკვიანის 5 სულიან ოჯახებს გადაეცათ. ოჯახებს სახლები ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი შენგელიამ გადასცა. ახალმოსახლეთა შორის სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანები, შშმ პირები, მარტოხელა დედები, მარჩენალდაკარგულები და ხანდაზმულები არიან. ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს. 

ამავე ცნობით,  მუნიციპალიტეტში 2015 წლიდან დღემდე 91 სახლი აშენდა. მშენებლობისთვის 600 000 ლარი დაიხარჯა.
Print