ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილედ კობა ხარებავა დაინიშნა
სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ კობა ხარებავა დაინიშნა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ შს სამინისტროში უთხრეს. უწყების ცნობით, ის  თანამშრომლებს გუშინ წარუდგინეს.

კობა ხარებავა  სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის აბაშის რაიონულ სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო, ხოლო  უფრო ადრე სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონულ სამმართველოს ხელმძღვანელობდა.
Print