ახალი ამბები
ცქიტიშვილი: ანაკლიის პორტს დაცვა კი არა, შესრულება სჭირდება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტს სახელმწიფოსგან საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

"ანაკლიის პროექტს ყველა პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერა ჰქონდა არა მხოლოდ საჯარო განცხადებებით, არამედ პროექტის მნიშვნელობის ღონისძიებებზე, შეხვედრებზე, საერთაშორისო პლატფორმებზე მუდმივი ხაზგასმით. როდესაც ამ პროექტზე ვსაუბრობთ, ხშირად გვავიწყდება, რომ ამ პროექტის ინიციატორი იყო მთავრობა. რა თქმა უნდა, ამ პროექტს ყოველთვის ჰქონდა მხარდაჭერა და ეს მარტივი გადასამოწმებელია“, - აცხადებს ცქიტიშვილი.

მინისტრის თქმით, 2014 წლიდან მთავრობა ჩართულია ანაკლიის პროექტის განვითარებაში და საფინანსო ინსტიტუტებთან მუდმივად ახდენს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობის დემონსტრირებას.

„ანაკლიის პორტს არანაირი საფრთხე არ ემუქრება სახელმწიფოსგან. მას დაცვა მთავრობისგან არ სჭირდება. ამ პროექტს სჭირდება შესრულება“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

ამავე თემაზე:

ქობულია ანაკლიის პროექტზე: შექმნილი ვითარება ნეგატიურ ფონს ქმნის
Print