ახალი ამბები
პრეზიდენტი გალში გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გალში გარდაცვლილი 28 წლის ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა და მის ოჯახს მიუსამძიმრა. ამის შესახებ ის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს.

"ოკუპირებული გალის რაიონში მომხდარი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის იმ მძიმე და რთული ვითარების გაგრძელებაა, რომელსაც ვერ შევეგუებით.ვიზიარებ ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას და გამძლეობას ვუსურვებ მათ ამ მძიმე წუთებში", - აღნიშნულია პოსტში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს საღამოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედ ცხელ ხაზზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულმა საქართველოს მოქალაქემ თავი მოიკლა.


ამავე თემაზე:

რეზო ქობალია: აფხაზეთში გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეს, სავარაუდოდ, დაზიანებებიც აღენიშნებოდა 

ციხელაშვილი: ვმუშაობთ, რომ კვარაცხელიას გარდაცვალების საქმეზე ობიექტური გარემოებები დადგინდეს

სუს: დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლების ცნობით, აფხაზეთში დაკავებულმა საქართველოს მოქალაქემ თავი მოიკლა

Print