ახალი ამბები
სამეგრელოს პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ერთი ადამიანი დააკავა
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული ნ.ძ. დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ამავე ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, კუსტარულად დამზადებული "მეტადონის" შემცველი 80 გრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება, ასევე "მეტადონის" შემცველი 50 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print