ახალი ამბები
გალის რაიონში მანდარინის პლანტაცია დაიწვა
გალის რაიონის სოფელ მახუნჯიაში, გაურკვეველ ვითარებაში, მანდარინის პლანტაციას ხანძარი გაუჩნდა. აღნიშნული მეურნეობა შპს “ინვესტ პლიუსს“ ეკუთვნის, წერს „გალ ტვ“. წინასწარი მონაცემებით, ცეცხლი 20 ჰექტარზე გავრცელდა, მათგან, 12 მანდარინის ახალგაზრდა ნარგავებს ეკავათ.

ძლიერი ქარის გამო, ხანძრის ჩაქრობა მხოლოდ 8 საათის შემდეგ მოხერხდა. პროცესში გალის, ოჩამჩირის და ტყვარჩელის სახანძრო - სამაშველო სამსახურები იყვნენ ჩართული.


Print