ახალი ამბები
EUMM გალში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.

“12 მარტს, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზი ს მეშვეობით შეიტყო ბატონი ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ . ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სურს სამძიმარ ი გამოუცხადოს გარდაცვლილის ოჯახს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია , მისი სადამკვირვებლო ფუნქციის ფარგლებში და მისი მანდატის შესაბამისად , ყურადღებით აგრძელებს მოვლენების განვითარებაზე დაკვირვებას .მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზი უკვე იყო გამოყენებული და გრძელდება მისი აქტიურად გამოყენება ამ ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებით კომუნიკაციისთვის.ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მზადაა ხელი შეუწყოს ინფორმაციის გაცვლას ცხელი ხაზის ან სხვა შესაბამისი მექანიზმის საშუალებით ”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ საღამოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედ ცხელ ხაზზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულმა საქართველოს მოქალაქემ თავი მოიკლა.

ამავე თემაზე:

ქობალია: რუსების წარმომადგენლები ირაკლი კვარაცხელიას დაკრძალვას აჩიგვარაში ითხოვენ

რეზო ქობალია: აფხაზეთში გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეს, სავარაუდოდ, დაზიანებებიც აღენიშნებოდა 

ციხელაშვილი: ვმუშაობთ, რომ კვარაცხელიას გარდაცვალების საქმეზე ობიექტური გარემოებები დადგინდეს

სუს: დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლების ცნობით, აფხაზეთში დაკავებულმა საქართველოს მოქალაქემ თავი მოიკლა





Print