ახალი ამბები
ზალკანიანი: კვარაცხელიას გარდაცვალების საქმეზე პარტნიორ ქვეყნებს საქმის კურსში ჩავაყენებთ
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ჟურნალისტებთან რუსი სმახედროების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველო ყველა მექანიზმს იყენებს ობიექტური გარემოების დასადგენად.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის საშუალებით გუშინ შემოვიდა ინფორმაცია ამ აღმაშფოთებელი ფაქტის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ხდება სიკვდილის გამომწვევი ყველა გარემოების დადგენა, არსებული მექანიზმების გამოყენებით. სანამ ჩვენთვის ცნობილი გახდებოდა ყველა გარემოება, ჩვენ გადავდგით ნაბიჯები იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ყოფილიყო ინფორმირებული ამ ფაქტთან დაკავშირებით. გვქონდა საუბარი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ასევე გაერო-ს, ეუთო-ს, ჟენევის თანათავმჯდომარეებთან, მუდმივ კავშირზე ვართ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიებთან. საქართველოს ყველა საელჩომ მიიღო შესაბამისი ინსტრუქცია, რომ აღნიშნულის შესახებ ჩააყენონ საქმის კურსში ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა და ბუნებრივია ყველა დამატებითი ინსტრუმენტი იქნება გამოყენებული, რათა საერთაშორისო თანამეგობრობა იყოს ზუსტად, დეტალურად ინფორმირებული ამ აღმაშფოთებელი ფაქტის შესახებ. გარდა ამისა, მექნება კომუნიკაცია თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებთან, რათა ისინიც იყვნენ საქმის კურსში ჩაყენებული მომხდარი ფაქტის შესახებ“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.


ამავე თემაზე:

თვითმხილველი: დარწმუნებული ვართ, რომ ირაკლი კვარაცხელია რუს სამხედროებს ცემაში შემოაკვდათ

Print